воскресенье, 28 июня 2015 г.

ტრენინგის მე-9 დღე:

გავიმეორეთ დრაივში ატვირთულ საქალდეში ცვლილებების შეტანა.დრაივში გადავიტანეთ ინტელის სასწავლო კურსის ტრენინგის გრაფიკი.ვისწავლეთ ბლოგის გვერდების შექმნა, გვერდების წაშლა-აღდგენა  და HTML ბლოგის გაჯეტში საათებისა და ვიდეოს ატვირთვა.
ტრენინგის  ცხრა დღე ჩემთვის იყო მეტად ნაყოფიერი, ვისწავლე ბევრი რამ, რაც გამომადგება მუშაობის პროცესში.
უღრმესი მადლობა არაჩვეულებრივ ტრენერს ქეთი  ცერაძეს გაწეული შრომისათვის.

суббота, 27 июня 2015 г.

ტრენინგის მე-8 დღე:

გამეორების მიზნით გადავხედეთ პროექტის სასწავლო პროცედურების გრაფას.  დავიწყეთ ახალი მასალა- ფასილიტატორის რესურსების მომზადება. 
გადავხედეთ პორტფოლიოს.საქაღალდე ავტვირთეთ დრაივში. ატვირთულ საქაღალდეს მივანიჭეთ მისამართი და ეს მისამართი გადავიტანეთ ბლოგზე.
როგორც ყოველთვის, დღევანდელი ტრენინგითაც ძალიან კმაყოფილი ვარ. მადლობა ქეთი ცერაძეს საინტერესო გაკვეთილისთვის.

четверг, 25 июня 2015 г.

ტრენინგის მე-7 დღე:


გავიმეორეთ მოსწავლის პრეზენტაცია,შეფასების რუბრიკები. ვისწავლეთ პროექტში ყველა მოსწავლის საჭიროების გათვლისწინება. გადავხედეთ პროექტის გეგმებსა და გეგმის შემუშავებას. დავიწყეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა-სასწავლო პროცედურები და  დიფერენცირებული სწავლება. ტრენინგით კმაყოფილი ვარ.



вторник, 23 июня 2015 г.

ტრენინგის მე-6  დღე:

გავიმეორეთ შესწავლილი.ვიმუშავეთ პაუერ პოინტზე,დიაგრამების ჩასმაზე.შევქმენით მოსწავლის საპრეზენტაციო ბლოგი.ვისწავლეთ და ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკებზე.
კმაყოფილი ვარ დღეს ნასწავლით. მადლობა ჩვენს ტრენერს- კეთი ცერაძეს.

воскресенье, 21 июня 2015 г.

ტრენინგის მე-5 დღე:

გავიმეორეთ წინა გაკვეთილზე ნასწავლი. ვისწავლეთ საავტორო უფლებები და გამოყენებული ლიტერატურის შაბლონები. გაკეთდა კომენტარები ბლოგზე. შევქმენით მოსწავლის ბლოგის ნიმუში.ვისწავლეთ გაჯეტებზე მუშაობა- ჩანაწერის გაკეთება,ჩანაწერების ადგილის შეცვლა, სურათების გადატანა გაჯეტში. სწავლება იყო მეტად ნაყოფიერი. მადლობა ქ-ნ ქეთევან ცერაძეს საინტერესო გაკვეთილისთვის.

воскресенье, 7 июня 2015 г.

ტრენინგის მეოთხე დღე:

გავიმეორეთ წინა მეცადინეობაზე ნასწავლი მასალა, გავეცანით შეფასების სხვადასხვა მეთოდებს,დროში გაწელილ შეფასების გეგმას, ვისწავლეთ პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია და ვიმუშავეთ ბლოგზე. ნასწავლით ძალიან კმაყოფილი ვარ. მადლობა ქალბატონ ქეთი ცერაძეს.

суббота, 6 июня 2015 г.

ტრენინგის მე-3 დღე

გავიმეორე წინა მეცადინეობაზე ნასწავლი და დავიწყეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა,კერძოდ,სტანდარტის დადგენა, მიზნის განსაზღვრა და მიმართულების მიმცემი კითხვები.
ვისწავლეთ ბლოგში ჩანაწერის რედაქტირება და ახალი ჩანაწერის დამატება.
ტრენინგი იყო საინტერესო. მადლობა ქეთი ცერაძეს.

воскресенье, 31 мая 2015 г.

პირველი მოდული

პირველი დღე:ჯგუფის წევრების გაცნობის შემდეგ ტრენერმა გაგვაცნო ინტელის კურსის შინაარსი და სწავლების მიზანი. გვასწავლა გზამკვლევის გამოყენება. შევქმენით პორტფოლიოს საქაღალდე. კურსის რესურსების გაცნობის შემდეგ ვისწავლეთ მისი შენახვა. საინტერესო იყო სანიმუშო პროექტების დათვალიერება. შევქმენი საკუთარი ბლოგი

მეორე დღე: გავეცანით მსმენელების პროექტების სათაურებს.გავიმეორეთ წინა დღეს შესწავლილი. ვორდის ინსტრუმენტის გამეორების შემდეგ ვისწავლეთ ბუკლეტის დამზადება და ჩემი პროექტის შესაბამისი ბუკლეტიც დავამზადე